ახალი ამბები
მთაში თოვლია მოსალოდნელი - ამინდი მომდევნო დღეებში
29-30 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
28 იანვარს კი ქვეყანაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

Print