ხანძარი ბორჯომის აგრარულ ბაზარში
დღეს დილით დაახლოებით 5:00 საათისთვის ცეცხლი გაჩნდა ბორჯომში, ჩარხისწყლის აგრარულ ბაზარში. ხანძრის შედეგად შენობის პირველ სართულზე დაიწვა საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, განადგურდა ინფრასტრუქტურა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალი.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ წუთებში კი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას ცდილობენ.
ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს. სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ვებ-გვერდს.
























Print