ახალი ამბები
არის თუ არა მზად ბაკურიანი 2000-მდე სტუმრის მისაღებად
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 18 თებერვლიდან გაიხსნება და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე მზადაა და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად, 300 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მსოფლიო ჩემპიონატზე, ზამთრის კურორტი ადგილობრივებთან და დამსვენებლებთან ერთად, უმასპინძლებს 2 000-მდე სტუმარს. არის თუ არა მზად ბაკურიანი ჩემპიონატისთვის, "კვირის ამბების" შეკითხვებს უპასუხა კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ.
Print