გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებულია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დღეს, დიუსელდორფის გრან სლემზე ორი მედალი მოიპოვა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი ჩემპიონი გახდა, ფინალში მან მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი წამებში დაამარცხა. 90 კილოგრამში კი ბექა ღვინიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, ბექა ღვინიაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში წაგებით დაკარგა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს აჯობა.
ჩვენმა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან სლემზე სულ ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

Print