ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონია
იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) პირველი ოქროს მედალი მოიგო.

ძალოსანმა ატაცში 200, 210 და 215 კგ. დაძლია და ჩემპიონი გახდა.


ვერცხლის პრიზიორი გახდა შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელმაც მცირე ვერცხლის მედლებიც დაისაკუთრა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გოგა ჩხეიძე (67 კგ). გარდა ამისა, გოგამ აკვრაში მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რომის მსოფლიო თასზე, გიორგი ასანიძის გუნდიდან ოთხივე სპორტსმენი ავიდა კვარცხლბეკზე.

მედლების გარდა, ქართველმა ძალოსნებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები მოიპოვეს.
Print