ქართველ მორაგბეს საქართველოში 2 თებერვალს ჩამოასვენებენ

ქართველ მორაგბეს 2 თებერვალს ჩამოასვენებენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებს. რაგბის კავშირმა

ბექა ბურდიაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ძვირფასო მეგობრებო, 26 იანვარს საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს.

პანაშვიდები თბილისში გაიმართება მისამართზე: სამრეწველო დასახლება, პირველი ქუჩა, პირველი ჩიხი, ბინა 4.

სამშაბათს (4 თებერვალს) ბექა ბურდიაშვილს გადაასვენებენ კახეთში, სოფელ შილდაში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 6 თებერვალს 13 საათზე.

რაგბის კავშირი თანაუგრძნობს ბექას ოჯახს“
- წერია განცხადებაში.

 

Print