7 წლის ბორჯომელი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი გახდა. თბილისში გამართულ ჩემპიონატში 350-მდე მონაწილე იბრძოდა გამარჯვებისთვის. 7 წლის მოჭადრაკემ თავის ასაკობრივ კატეგორიაში 9 თამაშიდან ცხრავე გამარჯვებით დაასრულა, რაც იყო განსაკუთრებული შედეგი სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით. ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველია, ვინც აქამდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. პატარა მოჭადრაკეს წინ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ელის.
Print