ვერტმფრენის ავარიის შედეგად კალათბურთელი კობი ბრაიანტი დაიღუპა

ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კალათბურთელის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით , უბედური შემთხვევის დროს ვერტმფრენში ბრაიანტთან ერთად ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ კალაბასასის შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.
ლეგენდარული კალათბურთელი, 41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.

Print