"ბორჯომი2013"-ის ახალგაზრდული გუნდის მორიგი გამარჯვება

ბორჯომში,ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე  ფეხბურთის მატჩი გაიმართა, ერთმანეთს „ბორჯომი 2013“-ის ახალგაზრდული გუნდი და  ბაღდადის „ საირმე“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბული შეხვედრა ბორჯომის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით  4:0. თამაშზე მოპოვებული ქულებით იმერეთის  ფეხბურთის ფედერაცის პირველობაში, ბორჯომის  გუნდმა  პირველი ადგილი შეინარჩუნა.

 

შეგახსენებთ,რომ ბორჯომის საფეხბურთო გუნდი 4 წელია რაც შეიქმნა და ძირითადად დაკომპლექტებულია 12-წლამდე ასაკის  მოთამაშეებით. დამწყები ფეხბურთელები ტურნირში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.


Print