ბორჯომში ჯომარდობის სეზონი მოყვარულმა სპორტსმენებმა გახსნეს
აზარტი, ექსტრემი და ემოციები - ასეთ ფონზე გაიხსნა ბორჯომში ჯომარდობის სეზონი. მოყვარულმა სპორტსმენებმა 14 კმ-იანი მონაკვეთი დაფარეს. იჯომარდეს როგორც ადგილობრივებმა, ასევე სხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა. სტარტი მათ დვირიდან აიღეს და ფინიშის ხაზი ლიკანში გადაკვეთეს.

ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაკი მოეწყო, რომელიც მთელი ზაფხულის მანძილზე იფუნქციონირებს. ბანაკის ხელმძღვანელი, დავით აბულაძე მსურველებს, დაუვიწყარ შეჯიბრებებს სთავაზობს.



Print