ბორჯომული "დერბი", "ბორჯომის" გამარჯვებით დასრულდა - ფოტოკოლაჟი
დღეს, 28 მარტს, 15:00 საათზე, ბორჯომის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, საქართველოს თასის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა ფეხბურთში. გამარჯვებისთვის ერთმანეთს, ბორჯომის "თორი" და ბორჯომის "ბორჯომი" დაუპირისპირდნენ, თამაში ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ბორჯომის "ბორჯომმა" მოწინააღმდეგე, ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

მათ საფეხბურთო ისტორიაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ადგილობრივი გუნდი ერთმანეთს შეხვდა. სამომავლოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება წილისყრა, სადაც გაირკვევა თუ სად და ვის შეხვდება ბორჯომის "ბორჯომი". რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს "თორს", გუნდის კაპიტნის განცხადებით, აპრილიდან იწყება რეგიონალური ლიგა, სადაც მათი გუნდი იასპარეზებს.

გთავაზობთ ფოტოებს დღევანდელი თამაშიდან













Print