ხვალ ბაკურიანში ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის შეჯიბრი გაიმართება


ხვალ, 2 მარტს, ბაკურიანი, ტრაგიკულად გარდაცვლილი სნოუბორდისტის, ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის შეჯიბრს უმასპინძლებს.
ადგილობრივებთან ერთად მასში საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტიდან ჩამოსული 50-მდე წამყვანი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირი ბიჭებში და გოგონებში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში დიდველზე 11:00სთ-დან დაიწყება.

ნუგზარ დიაკონაშვილი 5 იანვარს გარდაიცვალა. სრიალის დროს ჩამოწოლილმა ზვავმა ქვეშ მოიყოლა.

ახალგაზრდა სპორტსმენი ბაკურიანის სნოუბორდის გუნდს ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ერთ–ერთი ბოლო წარმატება 2015 წელს მოიპოვა, სადაც სნოუბორდ–კროსში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
Print