"ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონპროექტი ბორჯომში განიხილეს
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ გადამუშავებულ კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შედეგები აისახა, ბორჯომში განიხილეს. პარლამენტის წევრებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა პოზიციები შეაჯერეს და სამომავლო გეგმები დასახეს. კანონპროექტის თაობაზე საჯარო კონსულტაციები მიმდინარე წლის მაისი - სექტემბერის თვეში მიმდინარეობდა.
Print