ექსტრემალურ ტრიატლონში მედია-ტურნირის გამარჯვებული "რუსთავი 2"-ის გუნდი გახდა
ჩითახევში მასმედიის წარმომადგენლები ერთმანეთს ჯომარდობაში, კლდეზე ცოცვასა და მშვილდოსნობაში შეეჯიბრნენ. მედია-ტურნირში 20 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდი 2 ეტაპის შედეგების შეჯამების შედეგად გამოვლინდა.ტურნირის გამარჯვებული ტელეკომპანია"რუსთავი2"ის გუნდი გახდა.
საუკეთესო ჯომარდელად კი ამავე ტელევიზიის ოპერატორი გიორგი კვიწინაძე დასახელდა.ტურნირი ჯომარდობის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
Print