Error
ბორჯომში ექსტრემალურ ტრიატლონში მედიატურნირი მიმდინარეობს
ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტურნირი "ჯომარდია" მიმდინარეობს, აღნიშნული ტურნირი მანამდე არსებული "მედია ჯომარდის" გაფართოებული და გამრავალფეროვნებული ვარიანტია. 19 გუნდი ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში, მშვილდიდან სროლაში და ნავებით დაშვებაში ეჯიბრება. როგორც ცნობილია, 2 ივლისი სპორტული მედიის საერთაშორისო დღეა და აღნიშნული ტურნირი სწორედ ამ დღეს ეძღვნება.
Print