Error
"ბორჯღალოსნებმა" აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ატლანტაში ტესტმატჩში აშშ-ის ეროვნულ გუნდთან და 21:17 გაიმარჯვა
მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ამერიკელთა შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე გახსნა ანგარიში ლელოთი, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა - 0:5.
ამის შემდეგ ეი ჯი მაკგინტიმ საჯარიმო შეასრულა ზუსტად, რასაც მერაბ
კვირიკაშვილის ანალოგიური პასუხი მოჰყვა - 3:8.
28-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა - 3:11.
ტაიმის მიწურულს (როცა სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ) საჯარიმო ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა - 3:18.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო გაიტანა - 3:21.
57-ე წუთზე ამერიკელებმა მატჩში პირველი ლელო დადეს, ეს ნეით ოგსპერგერმა შეძლო, ხოლო მაკგინტიმ გარდასახა - 10:21.
13 წუთში ამერიკელებმა მორიგი ლელო (იენსენი) რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანეს, რომელიც მაკგინტიმ გარდასახა - 17:21.
78-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა საჯარიმო, თუმცა ნაკრებმა ეს ანგარიში შეინარჩუნა და ისტორიაში პირველად მოიგო აშშ-ში.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტებში საქართველო სამ მატჩს თამაშობს, პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" კალგარიში 13:0 დაამარცხეს კანადის ნაკრები, ხოლო სერიას მილტონ ჰეიგის გუნდი 24 ივნისს დაასრულებს ქალაქ ხუხუიში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან თამაშით.

Print