ჯომარდობაში ევროპი ჩემპიონატი ამ წუთებში კონცერტით იხსნება
წვიმის მიუხედავად ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში კონცერტით იხსნება. ამ წუთებში ბორჯომის ცენტრში, ღია ცის ქვეშ კონცერტი და გახსნის ცერემონიალი იწყება. აქ იმყოფებიან ჩემპიონატის მონაწილეები, მსაჯები, ორგანიზატორები და ადგილობრივი მოსახლეობა. სცენაზე მონაწილე ქვეყნების დროშებია წარმოდგენილი.

ჩემპიონატი 24 მაისს, სოფ. ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ევროპირველობა ჩატარდება 6 კაციანი ნავებით – რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები – 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი). სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.

ვროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport


Print