ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი დღეს ბორჯომში ოფიციალურად გაიხსნა
ევროპის ჩემპიონატმა ჯომარდობაში დღეს სტარტი ბორჯომში აიღო. ჩემპიონატი ოფიციალურად მდინარე მტკვარზე საჩვენებელი დაშვებით გაიხსნა. ბორჯომში იმყოფება ჩემპიონატის მონაწილე 11 ქვეყნის 44 ნაკრები გუნდი. ევროპირველობისთვის სამზადისს დღეს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან და რეგიონის პირველ პირებთან ერთად გაეცნო.
Print