ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი ხვალ ბორჯომში გაიხსნება

ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი ხვალ საზეიმოდ გაიხსნება, გახსნის ცერემონია ბორჯომში, "სილამაზის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.


ჩემპიონატი 24 მაისს, სოფ. ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ევროპირველობა ჩატარდება 6 კაციანი ნავებით – რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები – 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი). სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.

საშეჯობრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს უკვე ასრულებენ ჩემპიონატის მონაწილეები, ბორჯომში იმყოფება 11 ქვეყნის 44 გუნდი.

უკვე ბორჯომშია ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport

 


Print