მსოფლიო რბენის გამარჯვებულები საქართველოში
წლევანდელი მსოფლიო რბენის გამარჯვებული საქართველოში ვაჟთა შორის გიორგი შეკრელიძე, ხოლო გოგონებში ნინო მიქაძე გახდა , გიორგი შეკრელიძეს „ფინიშ მანქანა" 35,43 კილომეტრის დაფარვის შემდეგ წამოეწია. ნინო მიქაძემ კი 29,23 კილომეტრი გაირბინა. ორივე ჩემპიონი თავად აირჩევს თუ სად იასპარეზებს 2018 წელს. ეს Wings for Life-ის გამარჯვებულთა მთავარი პრიზია. Wings for Life საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა.
Print