თსუ-ს სტუდენტები სამინისტროს სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სამინისტროს ბალანსზე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. რექტორის გადაწყვეტილებით, აღდგება ალპინიადების ჩატარების ტრადიცია და პირველი შეჯიბრი შემოდგომაზე გაიმართება. თსუ-ს ხელმძღვანელობა ასევე გეგმავს არაერთი საინტერესო ტურნირის ჩატარებას. შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეები - შალვა გოგოლაძემ და რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც სტუდენტებს სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერის საშუალებას მისცემს და სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.
Print