რეალს დღეს სიფრთხილე მართებს
გუშინ პარიზში ბარსელონას გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, რეალი ფხიზლად უნდა იყოს.
ზინედინ ზიდანის გუნდში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ,,ნაპოლი" ერთ-ერთი ლიდერია იტალიის ჩემპიონატში, რომელიც ბოლო წლებში იბრუნებს ძველ დიდებას. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში, ხოლო მათი ბელგიელი თავდამსხმელი დრის მერტენსი, საერთო თავის ტკივილად იქცა ნებისმიერი გუნდის დაცვისთვის. შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართება მატჩი სადაც ,,მადრიდის რეალი" ,,ნაპოლის" დაუპირისპირდება.
Print