ვენგერი: ,,ბავარიასთან განსაკუთრებულად კარგად უნდა ვითამაშოდ”
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ,,ბავარიასთან" გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
ჩვენ უნდა დავივიწყოთ აქამდე გამართული შეხვედრები ბავარიასთან და ფოკუსირება მოვახდინოთ მომავალ თამაშზე. მიუნხენელებს ხშირად ვეთამაშებით, მათ წინაშე კი ყოველთვის დგას ტურნირის მოგების ამოცანა. ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა, რადგან საპასუხო მატჩს მშობლიურ კედლებში გავმართავთ. მაგრამ მას არ ექნება არანაირი მნიშვნელობა , თუ ჩვენ ხვალ ცუდად ვითამაშებთ. ველოდები, რომ ბავარია ეცდება, როგორც ყოველთვის იყოს დომინანტი. ისინი ეცდებიან ხშირ ბურთის ფლობას და მაღალ სიჩქარიანი შეტევების განხორციელებას. ჩვენს კარს დაიცავს დავიდ ოსპინა, ჯგუფურ ეტაპზე მისი კარგი თამაშის წყალობით, ჩვენ ახლა აქ ვართ". შეგახსენებთ, რომ ,,ბავარია"- ,,არსენალის" მატჩი გაიმართება დღეს 15 თებერვალს 23:45 წუთზე.

Print