ნანა იოსელიანს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
9 თებერვალს ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც 9,11 და 13 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოვეს. სასკოლო ჩემპიონატი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონი მოსწავლეები 21-30 აპრილს რუმინეთის ქალაქ იასში გასამართ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე გამოვლენ. რუმინეთში სამივე ასაკობრვიი კატეგორიის გამარჯვებული 6 მოსწავლე, 3 გოგონა და 3 ვაჟი გაემგზავრება. მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ვეტერანი დიდოსტატი ნანა იოსელიანი, რომელსაც ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდება გადასცა და 55 წლის იუბილე მიულოცა.
ნანა იოსელიანი
*საერთაშორისო ოსტატი (1993).
*ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის.
*ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1980 და 1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1992, 1994 და 1996 წლებში კი - საქართველოს ნაკრებში), თითოჯერ კი მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი.
*საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87)
*გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (1978, 79)

Print