ბორჯომელმა მოკრივემ რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა
ბორჯომელმა მოკრივემ - დავით რიბაკონმა ლიტვაში, სარეიტინგო ბრძოლებში გამარჯვება მოიპოვა. 22 წლის სპორტსმენი ქამრის მფლობელი გახდა. 2 თებერვალს, ქალაქ ვილნიუსში გამართულ შეჯიბრზე, 79 კგ წონით კატეგორიაში ის რუს მოკრივეს შეხვდა და დაამარცხა. სარეიტინგო ბრძოლებში საქართველოს სახელით ორმა სპორტსმენმა იასპარეზა.
Print