"გაზაფხულიდან ფიზკულტურის მასწავლებლები გადამზადდებიან" - ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში სპორტული აქტივობების კოორდინატორი მანდატურის სამსახური იქნება. სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აქტივობები მხოლოდ 2-3%-ს შეადგენს. ამ მონაცემების გასაზრდელად, ალესანდრე ჯეჯელავას თქმით, 2017 წლის გაზაფხულიდან ფიზკულტურის ყველა მასწავლებელის გადამზადება დაიწყება.
მისი განმარტებით, ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებაში სამინისტროს სპორტული ფედერაციები დაეხმარებიან. ამ ეტაპზე უწყება ოთხ ფედერაციასთან თანამშრომლობს,- ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და რაგბის. სკოლები თავადვე გადაწყვეტენ რომელ ფედარეციასთან სურთ თამანშრომლობა.

ჯეჯელავას განმრტებით, სკოლებში დაბალი სპორტული აქტივობის მიზეზი ხშირად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქურაა. მისი მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია-აშენება 890 მლნ. ლარი ჯდება. ფედერაციებთან თანამშრომლობის ფარგელბში კი, ტრენინგებთან ერთად სამინისტროს თანადაფინანსებით ფედერაციები სკოლების მინიმალური სპორტული ინვენტარით აღჭურვასაც უზრუნველყოფენ.

Print