ბორჯომის #6 და ახალდაბის სკოლებში სპორტის გაკვეთილები დამატებით ჩატარდება
მალე ბორჯომის #6 და ახალდაბის საჯარო სკოლების მოსწავლეებს დამატებით სპორტის გაკვეთილები უფასოდ ჩაუტარდებათ. სასურველ სახეობას სკოლა შეარჩევს. გაკვეთილს თავისუფალ ფორმატში, ამავე სკოლების პედაგოგები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აღნიშნული ორი სკოლა სპორტში მიღწეული წარმატებების მიხედვით შეირჩა. პროექტს "მასობრივი სპორტი სკოლებში" განათლებისა და სპორტის სამინისტროები ახორციელებენ.
Print