ფეხბურთის განვითარების პროგრამაში იუვენტუსის ყოფილი დირექტორი ერთვება
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში იტალიელი ექსპერტი ჩაერთვება. სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან ერთად, თბილისში საქმიანი ვიზიტით მყოფ სპორტის იტალიელ ფუნქციონერებს და საერთაშორისო ექსპერტებს - ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ აღმასრულებელ დირქტორსა და საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელ რომი გაის და ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელსა და დირექტორს, მარჩელო ლოტის შეხვდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.იტალიელი სპეციალისტის საქართველოში ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვების კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საერთშორისო გამოცდილებისა და რჩევების გაზიარებას ემსახურება.





Print