განსაკუთრებული დღე საქართველოს სპორტულ ისტორიაში ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს
განსაკუთრებული დღე საქართველოს სპორტულ ისტორიაში - რამდენიმე საათში, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

წამზომი ჩართულია, დროის ათვლა დაწყებულია დღეს, 18 ივნისს თბილისის დროით, 20:00 საათზე, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

დღეს 18 ივნისია - დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში განსაკუთრებული დღე. რამდენიმე საათში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის, პირველად, ევროპის ჩემპიონატის არენაზე გავა. საქართველო - თურქეთის თამაში დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გერმანიის ერთ-ერთ უდიდესს სტადიონზე, რომელიც 80 ათასს გულშემატკივარს იტევს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს.

Print