“მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია" - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

გრიგალაშვილს ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი აქვს მოპოვებული, მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი.

“მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, - აღნიშნავს ფედერაცია "ფეისბუქზე".
Print