ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა - ვინ დაწინაურდა
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების მიხედვით, ათეულში გადაინაცვლეს ირაკლი აზაროვმა, რომლის ღირებულება 3 მლნ ევროა, ასევე, 21 წლამდელთა ასაკში გაბრიელ სიგუამ - 2,5 მლნ ევროთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.


გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:

ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
გიორგი მამარდაშვილი - 35 ევრო
გიორგი მიქაუტაძე - 9 მლნ ევრო
ირაკლი აზაროვი - 3,5 მლნ ევრო
ოთარ კიტეიშვილი - 3 მლნ ევრო
საბა საზანოვი - 3 მლნ ევრო
გიორგი ჩაკვეტაძე - 2,5 მლნ ევრო
ზურიკო დავითაშვილი -2,5 მლნ ევრო
გიორგი გოჩოლეიშვილი - 2,5 მლნ ევრო
გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო


ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

„ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print