საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. ტრადიციული ყოველწლიური შეჯიბრების ფინალს პარიზმა უმასპინძლა. ბორჯღალოსნებმა საჩემპიონო გამარჯვება პორტუგალიასთან მოიპოვეს, ანგარიშით 36:10.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს თამაში პრინციპული იყო იმის გამოც, რომ ექვსი თვის წინ, მსოფლიოს თასზე სწორედ პორტუგალიასთან მატჩი დაასრულა ფრედ და ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა აუტსაიდერის რანგში დაასრულა.

ამჯერად ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიელებს დიდი უპირატესობით აჯობეს და ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. სულ კი ამ ტურნირის ჩემპიონები მეთექვსმეტედ გახდნენ
Print