ბორჯომში ძიუდოში მასტერკლასი ჩატარდა
ბორჯომში ძიუდოში მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩატარდა.





სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით, მოწვეულები იყვნენ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის წამყვანი სპეციალისტები, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ნესტორ ხერგიანი, საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი საქართველოს ჭაბუკ-გოგონათა გუნდის მწვრთნელი კახა გვიჩიანი.







მათ ბორჯომის სასპორტო სკოლის მოსწავლეებს, სპორტული ოსტატობის დონის გაუმჯობესების მიზნით, ჩაუტარეს თეორიული და პრაქტიკული ვარჯიშები.


Print