ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში მიმდინარეობს
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში დღეს, 22 დეკემბერს დაიწყო. ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი ასპარეზობს.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიება ხვალ, 23 დეკემბერს დასრულდება.




Print