ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩემპიონატის გამარჯვებული ბარბარე შონია გახდა
15-22 ნოემბერს, თბილისში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი. ტურნირი ჩატარდა 2000, 1600 და 1200-მდე რეიტინგ კატეგორიებში. ჩემპიონატი მიმდინარეობდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. 1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა 76 სხვადასხვა ასაკის გოგონა და ბიჭი. გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი 6,5 ქულით ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია გახდა.
Print