ბორჯომელი მოჭადრაკე დების, ბარბარე და ელენე შონიების მორიგი წარმატება
ბორჯომელი მოჭადრაკე დების, ბარბარე და ელენე შონიებს მორიგი წარმატება.

1-8 ნოემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა პირველი ქართველი დიდოსტატის, ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშება. სადაც ბორჯომელმა დებმა, ბარბარე და ელენე შონიებმა წარმატებით იასპარეზეს.

ასპარეზობა 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 8;10; 12 წწ. გაიმართა.

8–წლამდე გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა ელენე შონიამ, რომელმაც 7–დან 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

10-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ბარბარე შონიამ 7–დან 5 ქულით გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.


Print