Error
ბორჯომელმა მოჭადრაკეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
ახალციხეში, საჭადრაკო ფესტივალი "ახალციხე 2023" გაიმართა. ჭადრაკში შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში ბორჯომიდან 4 მოსწავლე ასპარეზობდა: თეა რუსიტაშვილი, ბარბარე და ელენე შონიები და გიორგი მესხი. ოთხივე მათგანი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. 



პირველი ადგილი - თეა რუსიტაშვილმა დაიკავა;

ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი მესხი;

მეორე ადგილზე გავიდა ბარბარე შონია;

ხოლო, ელენე შონიამ ქულათა რაოდენობის მიხედვით, მეხუთე ადგილი დაიკავა.




ტურნირი ჭადრაკში ჩატარდა 8-10-12 წლის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.


საჭადრაკო ფესტივალი "ახალციხე 2023", ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტული გაერთიანების, საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საჭადრაკო ფედერაციების ორგანიზებით გაიმართა.



Print