ახალდაბაში ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა
ბორჯომის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრებაში 10 ქალაქის - ბორჯომის, ქარელის, კასპის, გორის, ხაშურის, ახმეტას, ლენტეხის, ქუთაისის, ბათუმისა და მარნეულის 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში (45კგ, 50კგ, 55კგ, 60კგ, 66კგ, 70კგ, 73+) თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეს 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულს - 200 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 100 ლარი გადაეცა.
Print