ბორჯომში რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა
ბორჯომში, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელის, ბორჯომელი რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში შეჯიბრება ბორჯომის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 2007-2008 და 2009-2011 წლებში დაბადებულმა 300-მდე სპორტსმენმა მიიღო. 28 წონით კატეგორიაში საქართველოს ყველა რეგიონის გუნდები ეჯიბრებოდნენ.

გამარჯვებული სპორტსმენები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა გოგოლაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.







Print