ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისათვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა.

პრემიერის თქმით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, კერძოდ, - ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს 25 მლნ ლარი უკვე გამოყოფილია.



Print