ბაკურიანელმა სპორტსმენებმა შვედეთში სკი კროსში გამართულ შეჯიბრზე ქულები გაიუმჯობესეს
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, სკი კროსის ნაკრების წევრებმა, შვედეთის კურორტ იდრე ფოლში FIS-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ქულები. შეჯიბრში იასპარეზეს ბაკურიანელმა სპორტსმენებმა: დავით თედიაშვილმა, ბექა ბერძენიშვილმა და ლაშა კურტანიძემ. 


გამარჯვებულებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა:


შვედეთის პირველი შეჯიბრება:

III - დავით თედიაშვილი
IX - ბექა ბერძენიშვილი
XVII - ლაშა კურტანიძე


მეორე შეჯიბრება:

V - დავით თედიაშვილი
XIII - ბექა ბერძენიშვილი
XIII - ლაშა კურტანიძე



შეგახსენებთ, დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე, მიმდინარე წელს, ბაკურიანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატშიც ასპარეზობდნენ საქართველოს სახელით.
Print