"ბაკურიანში ვეღარ ვამზადებთ მოსწავლეებს ზამთრის სახეობების მიმართულებით" - ეკა ორჯონიკიძე
დღეს, ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. ეკა ორჯონიკიძემ, ზამთრის კურორტზე არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინიციატივა იყო ადგილობრივ სპორტსკოლაში ზამთრის სახეობების დამატება და ამ მხრივ მოსწავლეების მომზადება. ორჯონიკიძის თქმით, ბაკურიანში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად აუცილებელია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისფულების კოორდინირებული მუშაობა.
Print