ლუკა კილაძე და ანასტასია კირთაძე ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
პირველად, 21 წლის შემდეგ!!!

ლუკა კილაძე - მსოფლიო ჩემპიონია!!!
ლუკამ, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე საჭადრაკოთა შორის, მოიპოვა ტიტული.

მან 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა. მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!

აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა შორის, 2002 წლის შემდეგ ქართველი მოჭადრაკე პირველად გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა!

მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატს კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი ჰყავს.
ტიტული ანასტასია კირთაძემ მოიპოვა.

ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!
ქართველი მოზარდის მწვრთნელი - საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ!

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული!

Print