ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა ისლანდიის ძლიერი ნაკრები დამაჯერებლად 4:1 (2:0 1:1 1:0) დაამარცხა.


საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

17 აპრილი, 18:00 | ისრაელი – საქართველო

19 აპრილი, 21:30 | ესპანეთი – საქართველო

21 აპრილი, 18:00 | საქართველო – ხორვატია

22 აპრილი, 14:30 | ავსტრალია – საქართველო
Print