ბორჯომელმა მოჭადრაკემ ელენე შონიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
3-4 აპრილს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

8 წლამდე გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა საჭადრაკო სკოლა ,,ლაზიერის გამბიტის" სკოლის მოსწავლემ ელენე შონიამ და მესამე ადგილი დაიკავა.

ამ წარმატებით ელენემ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 6-12 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიმართება.

ელენეს, როგორც საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორს 8 წლამდე გოგონათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის სატურნირო და სარეგისტრაციო შენატანი დაუფინანსდება.

Print