„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში, რეგიონის ტურნირი გეზრბენში გაიმართა
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში, რეგიონის ტურნირი გეზრბენში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გუნდები იღებდნენ.

საინტერესო და დაძაბული შეჯიბრის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გოგონებში პირველი ადგილი ახალციხის №2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება ვაჟებს პირველი ადგილი ახალციხის №3 სკოლის გუნდს ხვდა წილად.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან, პირველი და მეორე ადგილის მფლობელ გუნდებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.


(R)
Print