საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მონტენეგროში გამართული მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი სენსაციური გამარჯვებით დააგვირგვინა. ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების მოქმედ ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს აჯობეს.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 11:11 დასრულდა. პენალტები კი ქართველებმა უკეთ შეასრულეს - 12:11. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა შუშიაშვილი დასახელდა.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. სერბეთის გარდა, დაამარცხა ავსტრალია (13:12), წააგო ესპანეთთან, საბერძნეთთან და მონტენეგროსთან და პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
Print