მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა
UFC-მ რეიტინგები განაახლა და როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერმსუბუქ წონაში დაწინაურდა მერაბ დვალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დივიზიონში პირველი პოზიცია საუკეთესო შედეგია არამხოლოდ მერაბისთვის. აქამდე UFC-ს რეიტინგში ასეთი მაღალი ადგილი არცერთ ქართველ მებრძოლს ჰქონია.

მერაბ დვალიშვილმა ბოლო შეხვედრა 12 მარტს (თბილისის დროით), ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ გაიმართა. UFC Fight Night 221-ის მთავარი ბრძოლა ხუთ რაუნდს გაგრძელდა და ქართველი მებრძოლის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მერაბ დვალიშვილს MMA-ში 20 ორთაბრძოლიდან 16 აქვს მოგებული, 4-ში კი დამარცხდა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში 11 ბრძოლაა, საიდანაც ბოლო 9-ში მოგებული გამოვიდა.
Print