დებმა შონიებმა პირველი ადგილები დაიკავეს
სამცხე-ჯავახეთში ჭადრაკის რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ბორჯომელმა მოჭადრაკეებმა, ელენე და ბარბარე შონიებმა პირველი ადგილი დაიკავეს. ელენემ რვა წლამდე გოგონებში დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო ბარბარემ თორმეტ წლამდე გოგონებში.
ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში, 11-დან 13 მარტამდე ახალციხის სასპორტო სკოლაში მიმდინარეობდა. ჭადრაკის ჩემპიონატი სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის თაოსნობით და ახალციხის გაერთიანებული სასპორტო სკოლის თანადგომით ჩატარდა.

ტექნიკური შედეგები:

8 წლამდე გოგონები,
I-ელენე შონია 5 ქ. (ბორჯომი, მწვრთნელი გოჩა თორია)
II-ბარბარე პეტაშვილი 4 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
III-ტასო ტატალაშვილი 2,5 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი შაქრო დიდიმამიშვილი

8-წლამდე ჭაბუკები,
I-ჯონი კახნიაშვილი 6 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
II-დავით სამსონიძე 6 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
III-ნიკოლოზ შემაზაშვილი 5 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)

12 წლამდე გოგონები,
I-ბარბარე შონია 6 ქ. (ბორჯომი, მწვრთნელი გოჩა თორია)
II-ვიკა ვეშაგური 4 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)
III-მარიამ მიგრიაული 2 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი შაქრო დიდიმამიშვილი)

12 წლამდე ჭაბუკები,
I-ვანიკ ბასენციან 6 ქ. (ნინოწმინდა, მწვრთნელი იურა ღუუმჩიან)
II-ბექა კაჭკაჭაშვილი 6 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი შაქრო დიდიმამიშვილი)
III-საბა მურჯიკნელი 4,5 ქ. (ახალციხე, მწვრთნელი დავით სამსონიძე)

აქვე გაცნობებთ, რომ გამარჯვებულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები.


Print