ისტორიული შედეგი | საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც იაპონიაში გაიმართება. ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.
ზუსტად 61 დღეში, 29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება წილისყრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ 32 ეროვნულ ნაკრებს 8 ჯგუფში გადაანაწილებს.
სწორედ ამ დღეს გავიგებთ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე და რომელ ქვეყანაში მოგწევს ასპარეზობა - ფილიპინებზე, ინდონეზიასა თუ იაპონიაში.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ზემოთ ხსენებულ 3 ქვეყანაში გაიმართება, ხოლო პლეი ოფში გასული გუნდები მანილაში შეიკრიბებიან და მსოფლიოს ჩემპიონს გამოავლენენ 



Print